რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ აფეთქებისთვის ემზადება. იუწყება Ukrinform.
კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრma სერგეი შოიგუm სატელეფონო საუბრები გამართა NATO-ს თავდაცვის მინისტრებთან. მათ შორის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამივე საუბარში შოიგუმ „გამოთქვა შეშფოთება" უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით.
მანმადე სახელისუფლებო მედია წერდა, რომ მუშაობა ბომბთან დაკავშირებით „უკვე დასკვნით ეტაპზეა“.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ პარიზი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა და რომ საფრანგეთი არ ჩაერთვება უკრაინაში რაიმე ესკალაციაში, კერძოდ, ბირთვული იარაღის გამოყენებით.
ლეკორნუმ დაადასტურა, რომ შოიგუმ მას ესაუბრა „ბინძური ბომბის“ შესახებ. თურქულ და ბრიტანულ მხარეს შოიგუსთან სატელეფონო ზარების შესახებ ჯერ არ უსაუბრია.
რუსეთის მხრიდან ბრალდებები მოდის იმ ფონზე, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ რუსულმა ჯარებმა შესაძლოა, დატოვონ ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპირო.
ცნობისთვის, „ბინძური ბომბი“ არის ჩვეულებრივი ბომბი, რომელიც რადიოაქტიურ მასალას შეიცავს.