კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანის თქმით, რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან „თანამშრომლობა შეაჩერეს“.
ამის მიზეზი, 20 ოქტომბერს ანტონ კრასოვსკის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა.
კრასოვსკიმ საავტორო გადაცემაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო, ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „საზიზღრობა“ უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის „რთულად დასაჯერებელია“, რომ კრასოვკსის „გულწრფელად მიაჩნდა, რომ ბავშვები უნდა ჩაძირო“, Russia Today მასთან „თანამშრომლობას აჩერებს“.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა მთელ მსოფლიოში მთავრობებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT (Russia Today).