საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.
ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი დახვდნენ.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.