საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.
„ჩვენ ბედნიერები ვართ რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია , რომ ვიმყოფებით ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს/ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს.
ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები, ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ორჯერ ბრძანდებოდა ბატონი ირაკლი აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს.
ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში.
ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რომლებსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის სახით, რადგან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ აქტიურად, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, ორმხრივ ფორმატში და ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალურად.
როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა უკვე, ჩვენ შეხვედრისას შევეხეთ ბევრ საკითხს და გავაგრძელებთ საუბარს სხვა საკითხებზეც, რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, და უსაფრთხოების საკითხებიც ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბახის მეორე ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა,
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაცნობე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას.
ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს. იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის.
დღეს გვაქვს ასევე საშუასლება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს. სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი.
რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ბოლო 9 თვის განმავლობაში, გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას.
3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები, იმ პროექტების თაობაზე რომელიც განხორციელებული გვაქვს.
საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში.
წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს.აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით.
ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი ბუნებრივია განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი.
ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, ვიცი რომ ის არ არის ამამად მოქმედი, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც.
ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.
10 გეგა ვატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგა ვატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.
მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგო დერეფნების პოტენციალი.
ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს.
მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ.
ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა და შესაძლებლობა გაგვაჩნია.
ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი 25 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა.
სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა.
საქართველოს სახით გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი! საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები - ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი.
ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი - ლიდერების - ხელშეწყობით ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის და მინდა ქართველ მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.