ელჩი დეგნანი: ნებისმიერ რამ, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოებას, სარგებელს მხოლოდ რუსეთს აძლევს

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში.

ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„მე არესტოვიჩის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ის უკრაინის მთავრობის წევრია. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის და NATO-ს წევრობას და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ქვეყანამ თავის მიზნებს მიაღწიოს.

ახლა ამისთის რეალური შესაძლებლობა არსებობს, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც აუციელებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის და ამისთვის რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა ეს მზაობა დაინახოს“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. 

მისივე თქმით, ნებისმიერ რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას, ან ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოებას, რუსეთს აძლევს სარგებელს, რადგან საქართველოში და რუსეთში შეიჭრა რუსეთი, საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენტიტეტს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.