ერდოღანი: რაც უფრო ძლიერდება თურქეთი, მით უფრო იმატებს ანკარაზე ზეწოლა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, მაქსიმალურად აამოქმედოს საკუთარი პოტენციალი და ფსონი ინვესტიციების ზრდაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე გააკეთოს.

ერდოღანის თქმით, რაც უფრო ძლიერდება თურქეთი, მით უფრო იმატებს ანკარაზე ზეწოლა“.

„ისინი, ვინც თურქეთის დემოკრატიულ განვითარებას აკრიტიკებენ, თავად უყოყმანოდ სამარცხვინო ნაბიჯებს დგამენ დემოკრატიის სფეროში, ვინაიდან მათთვის დემოკრატია ინტერესების მიღწევის ინსტრუმენტია“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.