თბილისის სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა. ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამართულ ბოლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფორმაციას, როდის გამოცხადდება განაჩენი, სასამართლოს აპარატი გაავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.