ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად სადილი „შატო მუხრანში“ გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს  შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.