NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, იყოს თუ არა უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები.
„იმ დროს, საბჭოთა კავშირს არ მოსწონდა ის, რომ გვინდოდა NATO-ს წევრი გავმხდარიყავით. სტალინმა ნათლად აღნიშნა, რომ მას სურდა ნორვეგია NATO-სგან განცალკევებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ ორგანიზაციის ლიდერებმა პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და ყველგან უარი თქვეს. ნორვეგიას, რუსეთის მეზობელს, სუვერენული უფლება აქვს, გადაწყვიტოს საკუთარი გზა, მათ სურთ იყვნენ წევრები, ისინი აკმაყოფილებენ NATO-ს სტანდარტებს და ჩვენ მათ მივესალმებით ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს- საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ს წევრობაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.