"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი ვაქცინა იყო შეძენილი. პროცესი დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. მონაწილეობა მეტად აქტიურია ხანდაზმულებში, ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, თუმცა, ძალიან დაბალია ორსულების მხრიდან მონაწილეობა, რაც ძალიან საყურადღებოა. მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია.
ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია მინიმალურია, ერთეული შემთხვევები გამოვლინდა", -აღნიშნავს გაბუნია.
კორონავირუსით ინფიცირებული პირი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
კორონავირუსის ეპიდემია პირველად ჩინეთის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში. 2020 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.