უკრაინა მიწვეულია NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ნოემბრის ბოლოს რუმინეთში გაიმართება. ამის შესახებ RBC-Ukraine რუმინულ გამოცემა Аgerpres-ზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გარდა, მოწვეული არიან მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
სამიტი 29 და 30 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება.
შეხვედრა მოიცავს ოთხ სესიას, NATO-სამიტზე, მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით. სამიტის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა უკრაინის ომი და ენერგეტიკული უსაფრთხოება.