25 ოქტომბერს „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ დაფუძნდა. ფონდის ძირითადი მისია იქნება სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამით ქართული სიმღერისა და გალობის სფეროში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ხელშეწყობა, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან თავიანთი ინტერესებითა და უნარებით.
ფონდის დამფუძნებლები არიან ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, ბიზნესმენები, „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ივანე ჩხარტიშვილი და „ასკანელი ჯგუფის“ დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე.
ფონდს ჟურნალისტი, ანსამბლ „მართვეს" აღზრდილი ლევან ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს.
ღონისძიება გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის საცხოვრებელ სახლში, რომელიც სამუზეუმოდ მზადდება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა „რუსთავი“ და „მართვე“.