"იყავით მგზნებარე ყველაფერში, რასაც აკეთებთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალადობა არასდროსაა პასუხი და არასდროს ექნება გამართლება", - თეთრი სახლის ოფიციალურად დატოვებამდე, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სპეციალური მიმართვა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
6 იანვრის მოვლენების შემდეგ ეს კამერის წინაშე მელანია ტრამპის პირველი საჯარო გამოჩენაა.
"როდესაც თეთრ სახლში მოვედი, გამოვიხმე ის პასუხისმგებლობა, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი როგორც დედა, რომ გავამხნევო, გავაძლიერო და ვასწავლო სიკეთის ფასი. ჩვენი, როგორც ზრდასრულებისა და მშობლების ვალია, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები იცხოვრონ სავსე და ჯანსაღი ცხოვრებით.
ჩემთვის დიდი პატივი იყო, მქონოდა შესაძლებლობა წარმომედგინა ასეთი კეთილი და დიდსულოვანი ხალხი...
ახლა, როდესაც მე და დონალდი ვასრულებთ ჩვენს დროს თეთრ სახლში, ვფიქრობ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩემს გულში შემოვუშვი, სიყვარულით, პატრიოტიზმით და თავდადებით მათ დაუჯერებელ ისტორიებზე". – თქვა მელანიამ ვიდეოში და მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, სამართალდამცველებს, ექიმებს, ექთნებსა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებს.
მელანია ტრამპმა ასევე ისაუბრა მის მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე "იყავი საუკეთესო", რომელიც ბავშვების ფსიქიკური, ფიზიკური და ონლაინ ძალადობისაგან დაცვას ისახავდა მიზნად.
"ახლა, როდესაც პირველი ლედის როლს ვემშვიდობები, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ყველა ამერიკელი შეიტანს თავის წვლილს და ასწავლის ჩვენ შვილებს, როგორ იყვნენ საუკეთესოები. ვთხოვ მშობლებს, გაანათლონ შვილები იმ მამაცი და თავდადებული გმირების შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ და თავს სწირავდნენ იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო თავისუფალი ადამიანების ქვეყანა. და ვთხოვ მათ ასწავლონ საკუთარი მაგალითით და იზრუნონ სხვებზე. ნუ დაკარგავთ პატიოსნებას და ღირებულებებს. ყველა სიტუაციაში ყველა ამერიკელს სთხოვეთ, გახდეს "იყავი საუკეთესოს" ელჩი. ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რაც გვაერთიანებს, და არა იმაზე, რაც გვყოფს. ყოველთვის აირჩიოს სიყვარული და არა სიძულვილი, მშვიდობა და არა ძალადობა, სხვები კი საკუთარ თავზე წინ დააყენოს", - ამბობს მელანია.