ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა

დონალდ ტრამპმა პანდემიის გამო ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე, ტრამპმა შეზღუდვები ბრაზილიასაც მოუხსნა.

ახალი რეგულაციები 26 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა როგორც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წარმომადგენელი ჯენიფერ პსაკი აცხადებს, ახალი ადმინისტრაცია ტრამპის განკარგულებას, სავარაუდოდ, გააუქმებს.