გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
"27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა მოთოვოს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი", - ნათქვამია ინფორმაციაში.