სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში ჩასვლას გეგმავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.
ამის შესახებ რუსული მედია სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანზე დაყრდნობით იუწყება.
კრემლს მანამდე, პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, სამმხრივი მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით TASS-ის კითხვის საპასუხოდ, თქვა, რომ ამის შესახებ „დამატებით გახდება ცნობილი“.