საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე.
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე - უკრაინის.
ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს დეპუტატ ლევან ქარუმიძის კითხვის საპასუხოდ მიაწოდა.
მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე - უკრაინის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატისტიკის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,4%-ს შეადგენს.