საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება.
„იცით, რომ იყო შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება. სხვადასხვა მოდელია მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში და ამ მოდელების გაანალიზების საფუძველზე შესაბამისი პროექტი მომზადდება.
ვნახოთ, რა იქნება შედეგი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რა იქნება საბოლოო სახე იმ გადაწყვეტილების, რომელსაც სამუშაო ჯგუფი და კომიტეტი მიიღებს ინიციატივის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.