"ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ნაწილია", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ნაწილია. მადლობას ვუხდით ახალციხისა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოებს საინტერესო დისკუსიისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. მათ, როგორც საქართველოს უწყვეტი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტიტუციის წარმომადგენლებს, ელჩი დეგნანი მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა.
საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად შეერთებული შტატები მუშაობს ყველა მოსამართლესთან, რათა ისინი უკეთ ემსახურონ ქართველ ხალხს, რომელიც კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის წევრობის გზას ადგას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.