უნგრეთში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
 
ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
 
პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ.
 
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
 
May be an image of 4 people
 
May be an image of 6 people, monument and outdoors
 
May be an image of 4 people, people standing and outdoors
 
May be an image of 2 people and people standing