აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს ვლადიმირ პლახოტნიუკს და ილან შორის სანქციები დაუწესა.
ამერიკული მხარის განმარტებით, მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრი ვლადიმერ პლახოტნიუკი მანიპულაციას ახდენდა მოლდოვის მთავრობის საკვანძო სექტორებით, მათ შორის სამართალდამცავ, საარჩევნო და სასამართლო სექტორებით.
უფრო კონკრეტულად, აშშ-მ დაუწესა სანქციები რუსეთისა და მოლდოვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში, ასევე სისტემატურ კორუფციაში.
მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს თქმით, შორი ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის ძირის გამოთხრას.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა კორუმპირებული ჩინოვნიკების დასჯაში“, - წერს ის Facebook-ის გვერდზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სანქცირებულთა სიაში მყოფები დაკავშირებულები არიან სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში (კრემლთან დაკავშირებულ) არჩევნებში ჩარევასთან. მისივე თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა.
2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.
რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული.
2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.
მედია წერდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, მოლდოვაში გამართული აქციების უკან სწორედ ის იდგა.