„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხახუბიას ცხედარი დღეს გამთენიისას, თბილისში, საკუთარ სახლში ნახეს.

ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით, უცნობია.