საქართველომ COVAX პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველო „ასტრაზენეკას“ ტიპის ვაქცინების მისაღებად ემზადება.
„ძირითადად ვემზადებით, რომ „ასტრაზენეკა“ ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის COVAX პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება. COVAX პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება COVAX პლატფორმას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.