კამალა ჰარისმა კალიფორნიის შტატიდან სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კალიფორნიის შტატიდან სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კამალა ჰარისს ალექს პადილა ჩაანაცვლებს, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორმა სენატს უკვე წარუდგინა.

კამალა ჰარისმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის კალიფორნიის შტატის მოსახლეობას მადლობას უხდის.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემსახურა გუნდთან ერთად, რომელიც ასე დაუღალავად მუშაობდა“, – განაცხადა ჰარისმა. ვიდეომიმართვაში მან განვლილი ოთხი წელი შეაჯამა.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს საზეიმოდ დადებენ.