ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, იმუშაოს აშშ-თან ორმხრივი სარგებლისთვის.
როგორც ცნობილია, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, ინდონეზიაში ნოემბრის ბოლოს შედგეს.
„თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყანას თანაბარ სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსაც. მსოფლიო დღეს არაა მშვიდობიანი და მშვიდი. ჩინეთმა და აშშ-მა ერთად უნდა შეუწყონ ხელი საერთაშორისო სტაბილურობას“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში.
ცნობსითვის, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები დაძაბულია ტაივანისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო.