აშშ-მ ჰიპერბგერითი იარაღის კომპონენტები წარმატებით გამოსცადა. პენტაგონის ცნობით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რაკეტა ვირჯინიის სანაპიროდან გაუშვეს, რაც იარაღის ახალი კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ აშშ-მ და გლობალურმა კონკურენტებმა დააჩქარეს ჰიპერბგერითი იარაღის შექმნის ტემპი, რომელიც მოწინააღმდეგეებს რეაქციის დროს უზღუდავს.