გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.