ტრამპი,ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, მერილენდში სამხედრო აღლუმს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ღონისძიება მერილენდის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. ღონისძიებაზე ტრამპს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, სამხედროები გამოემშვიდობებიან. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულები არიან ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები. არაა გამორიცხული, რომ აღლუმს პრეზიდენტის რიგითი მხარდამჭერებიც დაესწრნენ.
მოსაწვევებში, რომლებიც სტუმრებს თეთრმა სახლმა დაუგზავნა, აღნიშნულია, რომ ცერემონია დილის 08:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს არის დაგეგმილი.