უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში რამდენიმე სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა.
ამის შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდა, რომელიც ითვალისწინებს ხარკოვის ქალაქ ვოლჩანსკის, ჩუგუევსკის რაიონის პეჩენეჟისა და ჩკალოვსკის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციების, იზიუმის რაიონის სოფელ კუნევსკაიას სამხედრო ადმინისტრაციის ფორმირებას.
ასევე ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ჩამოყალიბდა ქალაქი კუპიანსკის, დვურეჩანსკის დასახლების, კინდრაშევსკისა და პეტროპავლოვსკის სოფლების სამხედრო ადმინისტრაციები.
ამასთან, ხერსონის ოლქის დასახლებების 20 სამხედრო ადმინისტრაციის შექმნაა გათვალისწინებული.