ინდოეთში სატვირთო მანქანამ გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა

ინდოეთში, გუჯარატის შტატში სატვირთო ავტომობილმა გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცლებს.

შემთხვევის შედეგად 15 მუშა გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა საჭეზე კონტროლი ტრაქტორთან შეჯახების შედეგად დაკარგა. გზის პირას მძინარე მუშები რაჯასტანის შტატის მკვიდრები იყვნენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.