თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 10,5 მილიარდი დოლარით გაიზრდება.
შესაბამის კანონს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
დამატებითი თანხების უმეტესი ნაწილი, თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
კანონის იმპლემენტაცია „შესაძლებელს გახდის გადაუდებელი ამოცანების შესრულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და უზრუნველყოფს ზომების მიღებას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის თავდაპირველ ბიუჯეტში თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 8,8 მილიარდი დოლარი იყო.