ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19).
ამის შესახებ Europetime-ს ევროპული სასამართლოდან აცნობეს.
- ოფიციალურ ცნობაში წერია: განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას დაქვემდებარებული სამედიცინო კლინიკის დირექტორი.
შეგახსენებთ, ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი იურისტმა დავით ჯანდიერმა მოამზადა.
გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2021 წლის ივნისში მიიღო.
ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.