უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ომი შორსაა და მათზე გავლენა ვერ ექნება.
„ეს ჩვენზე გავლენას არ იქონიებს, ომი სადღაც შორს მიმდინარეობს, სადღაც დნესტრისპირეთში ეს მოლდოვას პრობლემაა, სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასში კი უკრაინის პრობლემა, ეს ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს, ეს ჩვენ ვერ დაგვაზიანებს, ისინი ჩვენამდე ვერ მოვლენ. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები საშინელ რეალობად გადაიქცევა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან,ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 1945 წელს დამარცხებული ბოროტება, კვლავ ფერფლისგან აღდგა.
„ბოროტება, რომელიც 1945 წელს საბოლოოდ დამარცხებული და მიწასთან გასწორებული გვეგონა, 80 წლის შემდეგ ფერფლიდან აღდგა, ფეხზე დადგა. როგორ მოხდა ეს?
ძალიან სწრაფად, ისე, როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს - ახალი დღე და მყისიერად ახალი ბოროტება. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს, ზოგს ეძინება, ზოგი კი უკვე ჩაძინებულია, ზოგიერთი ყურადღებას არ აქცევს, ზოგიერთს არ ადარდებს - საერთო ჯამში, ყველა ჩუმად არის და ყველა ფიქრობს ეს ჩვენზე გავლენას არ იქონიებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.