ელჩი დეგნანი: ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი

ამერიკის ელჩის განცხადებით, ამერიკამ საქართველოს განვითარებაში მრავალი მიმართულებით შეიტანა წვლილი. კელი დეგნანის თქმით, საუბარია არამხოლოდ ეკონომიკურ განვითარებსა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ჯანდაცვა, განათლების სისტემის რეფორმირება და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება.

ელჩის განცხადებით, ეს ყველაფერი ემსახურება ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები 25-ე, ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს მიერ არის ორგანიზებული. აქ ასევე აღვნიშნავთ საქართველო-ამერიკის 30 წლის ურთიერთობებს და ვზეიმობთ მას. ჩვენ ძალიან ბევრი რა გვაქვს ერთად საზეიმო, რადგან ამ წლების განმავლობაში ერთად, ძალიან ბევრი მიღწევა და წარმატება გვქონია. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაგრძელება. 

საქართველოს განვითარებაში მრავალი მიმართულებით შეიტანა წვლილი. საუბარია არამხოლოდ ეკონომიკურ განვითარებსა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ჯანდაცვა, განათლების სისტემის რეფორმირება და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ეს ყველაფერი ემსახურება ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

სწორედ ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ შედეგებს იმ თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რაც წლების განმავლობაში ქართულ და ამერიკულ ბიზნესებს შორის არსებობს.

ეს შედეგები განაპირობებს ძალიან ბევრი ქართველის უკეთეს ცხოვრებას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი და ეს საქმე უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ეს კეთილდღეობა და სარგებელი მიწვდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ცხოვრობს რეგიონებში, პატარა ქალაქებში, სოფლებში, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი იდეები და ჩვენ გვინდა, რომ ამ იდეებს ხსლი შევუწყოთ და მე ვფიქრობ, რომ წინ კიდევ თანამშრომლობის ბევრი წელია“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.