შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,3 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მიაწოდა.
ტვირთი უკრაინას გლობალური პროგრამის, COVAX-ის მეშვეობით გადაეცა.
ვაქცინა უკრაინის 23 რეგიონში განაწილდება. კერძოდ, კიევს - 31 ათასზე მეტი დოზა მიეწოდება. ლვოვის რეგიონში 29 ათასზე მეტი, პოლტავის რეგიონში - 23 ათასზე მეტი, ხარკოვის, ოდესისა და კიევის რეგიონებში - დაახლოებით 20 ათასი დოზა გადანაწილდება.
ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში რეგიონებში 332 ათასზე მეტ ვაქცინას ჩაიტანენ. ვაქცინა განკუთვნილია როგორც პირველი და მეორე, ისე გამაძლიერებელი დოზისთვის.