ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

"გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 99 წლისთავს. თურქეთსა და მის ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში," - ნათქვამია მთავრობის მეთაურის მისალოც მიმართვაში.