ოსმანთა საიმპერატორო სახლის უკანასკნელი  ხელმძღვანელი  88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოსმანთა საიმპერატორო სახლის ხელმძღვანელი, იმ სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც ოდესღაც ოსმალეთის იმპერიას მართავდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი დუნდარ აბდულკერიმ ოსმანოღლუ ორშაბათს, სირიის დედაქალაქში, დამასკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაივალა.

"დუნდარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ის დამასკოში ცხოვრობდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით თურქეთში მის გადაყვანას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ." - განაცხადა დუნდარ აბდულკერიმ ოსმანოღლუს ძმისშვილმა აბდულჰამიდ კაიჰან ოსმანოღლუმ.

აბდულჰამიდ კაიჰანმა თურქ ხალხს, ოსმანოღლუს გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადა.