ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის მეზობლებსა და სამეზობლოს. რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
„არ ვაპირებ კონკრეტულად კომენტარს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიდგომა ექნებათ ამ მოლაპარაკებების მიმართ. ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის მეზობლებსა და სამეზობლოს.
რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს. ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი“, - განაცხადა პრაისმა.