ახალი მტკიცებულების გამოძიების საქმეზე, ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მორიგ ბრალდებას უყენებს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მტკიცებულებების გაყალბების თემაზე, გამოძიების დაწყების შესახებ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პასუხობს და პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

საუბარია ბაჩალიაშვილის მეგობარზე, რომელთან მიმოწერის ე.წ. სქრინი ოჯახმა გენერალურ პროკურატურას გასულ კვირას მიაწოდა.

პროკურატურის მიერ საეჭვო მტკიცებულებად მიჩნეულ სქრინში, დაღუპული პროგრამისტი აღნიშნავს, რომ პრობლემები აქვს.

"პროკურატურას სურს ახალი მოწმე და ეს "სქრინი", რაც საქმეში არსებობს, გააცამტვერონ და გაამყარონ აზრი, თითქოს ეს ჩვენი მოგონილი რაღაც სიახლეა. იმის მაგივრად, რომ მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენ მოგვივიდა დადგენილება, რომ საქმე და ჩვენი საჩივარი არ არის დაკმაყოფილებული. იმის მაგივრად, რომ გამოძიებას და პროკურატურას ჩვენთვის მოემართა და ჩვენი დახმარებით მომხდარიყო მოწმის გამოკითხვა, დამოუკიდებლად ჩავიდნენ და დაიწყეს ზეწოლა,“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, პროკურატურა მოწმის ოჯახის წევრებს ესაუბრა, რომლებმაც შემდგომ თავისი ახლობლის დაშინება სცადეს.

„გუშინ, მოწმის და ბიცოლა და ბიძა წაიყვანეს პოლიციაში და იქ არ ვიცი რა უთხრეს. პოლიციიდან გასვლის მერე მარის დაშინება, დაიწყეს, რომ თითქოს მას ციხე ემუქრება. რომ ტელეფონს წაართმევენ და ის არავის არაფერში სჭირდები," - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

აქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო