რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია გაიმართა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ბურსაში გემლიკის ქარხანას ეწვია, სადაც შიდა TOGG-ის ელექტრომობილის მასობრივი წარმოება იწყება.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. მისივე თქმით, საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს.
„TOGG-ი, როგორც პრესტიჟული თურქული ბრენდი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გზებს დაამშვენებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.