იაპონიაში დიდთოვლობის გამო ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა

იაპონიაში, დიდთოვლობის გამო, ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

თოვლის გამო გზაზე მხედველობა გაუარესდა და სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა ინციდენტის მიზეზი.

ამინდის გაუარესებამ გავლენა მოახდინა იაპონიის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის ზოგიერთ ნაწილზე, ტოჰოკუს რეგიონში მატარებლების მთელი რიგი გაუქმდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომდევნო 24 საათში რეგიონში, სავარაუდოდ, 40 სმ-მდე (15 ინჩამდე) თოვლი დაფიქსირდება.