- წყარო -EUMM (ევროკავშირის მონიტორინგის მისია)
Europetime უცვლელად გთავაზობთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ მომზადებულ მასალას.
კითხვები და პასუხები სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალთან დაკავშირებით
აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვრის სომხურ მხარეს, სადამკვირვებლო ექსპერტების გაგზავნის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში ამოქმედდა.
_რატომ აგზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო პოტენციალს სომხეთში?
ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი პასუხობს პრეზიდენტ ალიევს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ მიშელს შორის ოთხმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას.
გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის შექმნის შესახებ, უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის შეთავაზებით საგარეო საქმეთა საბჭოზე 17 ოქტომბერს მიიღეს. ევროკავშირის პირველი დამკვირვებლები ადგილზე ამოქმედდნენ 20 ოქტომბრიდან.
მისიის მანდატია, დააკვირდეს ვითარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში, რათა მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენას და ევროკავშირს საშუალება მისცეს უკეთ დაეხმაროს სასაზღვრო კომისიების მუშაობას.
_კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში?
ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში შეასრულებს ორ ძირითად ამოცანას:
1) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე დაკვირვების გზით;
2) სამხედრო რესურსის კონფიგურაციის და ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განვითარებული მოვლენების შესახებ რეგულარული და სპეციალური ანგარიშგების მეშვეობით, ევროკავშირის გუნდი დააკვირდება ვითარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაეხმაროს ორი მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას.
_კონკრეტულად სად განლაგდება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი?
პასუხისმგებლობის რაიონი იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხური მხარე.
_არის თუ არა ევროკავშირის მონიტორინგის პოტენციალი სამხედრო მისია?
არა. განლაგდებიან მხოლოდ სამოქალაქო დამკვირვებლები.
_რისგან შედგება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი?
იგი შედგება ევროკავშირის 40-მდე სამოქალაქო სადამკვირვებლო ექსპერტისგან, რომლებიც მივლინებულნი იქნებიან ორი თვის განმავლობაში.
_განლაგდება თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო ასეთივე პოტენციალი აზერბაიჯანში?
არა. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი განლაგდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხურ მხარეს. მთავარი მიზანია ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე დაკვირვების გზით.
_რა იყო ტექნიკური შეფასების მისიის როლი, რომელიც სომხეთში 14 ოქტომბერს ჩავიდა?
ევროკავშირის ექსპერტების ტექნიკური შეფასების მისია სომხეთში მიზნად ისახავდა მომზადებას ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის განლაგებისთვის. მისი როლი იყო საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ადგილზე შეფასების ჩატარება და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კავშირის დამყარება.
_როგორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის განლაგებაში?
ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან გაიგზავნნენ სადამკვირვებლო ექსპერტები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგამს სამოქმედო ნაბიჯებს ისე, რომ ამან არ იქონიოს გავლენა მის სადამკვირვებლო შესაძლებლობებზე საქართველოში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს თავის საქმიანობას საქართველოში ყველა საოპერაციო მიმართულებით. ეს მოიცავს 24/7, წელიწადში 365 დღე დაკვირვებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავისი მანდატის სრულად შესრულების ერთგული რჩება.
_რას დააკვირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის?
სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ანგარიშგებას მოახდენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო რესურსის კონფიგურაციასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაეხმაროს ორი მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას.
ევროკავშირის დამკვირვებლები ასევე დააკვირდებიან ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მოვლენებს. მათ არ ექნებათ საგამოძიებო როლი.
_გააკეთებს თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი დასკვნებს იმის შესახებ, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ესკალაცია 13 სექტემბერს და გასცემს თუ არა რეკომენდაციებს შემდგომი ესკალაციების თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების შესახებ?
ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებსა და სამსახურებს მოახსენებს ორ ქვეყნას შორის საზღვრის გასწვრივ დაკვირვების შესახებ. ის არ განახორციელებს თვითნებურ მოქმედებას და არ გამოიტანს პოლიტიკური ხასიათის დასკვნებს თავისი დაკვირვების საფუძველზე.
_თანამშრომლობენ თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი და ეუთოს შეფასების მისია?
ეს არის ორი განცალკევებული მისია ორი განსხვავებული მანდატით. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალს კავშირი ექნება ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ეუთოსთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალსა და ეუთოს მიერ განლაგებულ ძალისხმევას შორის საქმიანობის დუბლირება არ არის.
_არის თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ერთადერთი საშუალება, რომლითაც ევროკავშირი მხარს უჭერს დეესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის?
სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირი მჭიდროდ არის ჩართული ორივე მხარეს შორის სამშვიდობო პროცესის წარმართვაში. დღევანდელი მდგომარეობით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გასულ წელს ბრიუსელში უმასპინძლა ლიდერთა ოთხ სამმხრივ შეხვედრას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის.
პირველი მათგანი შედგა 2021 წლის 14 დეკემბერს, რომლსაც მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ 10 სომეხი პატიმრის გათავისუფლება და შეთანხმებები სამშვიდობო პროცესის მიმართულებით მუშაობის გზაზე. შემდგომი შეხვედრები გაიმართა 2022 წლის 6 აპრილს, 2022 წლის 22 მაისს და 2022 წლის 31 აგვისტოს.
კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ვიცე პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი ასევე ჩართული იყო ორივე მხარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან რეგულარული კონტაქტის მეშვეობით.
ასევე გაიმართა შეხვედრები სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველ გაჯიევს შორის, რომლებსაც ბრიუსელში უმასპინძლეს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლაარმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველმა გრონომ.
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კლაარს ასევე ჰქონდა ხშირი კონსულტაციები ორივე მხარის ხელმძღვანელობასთან, მისი მანდატის და უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე პრეზიდენტ ბორელისგან მიღებული დავალების შესაბამისად.