უნგრეთის მთავრობამ სომხეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.
Reuters-ის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა ვანდა შონდიმ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება უცხოელი მუშახელის დასაქმების რეგულაციების გამკაცრების მცდელობის ნაწილია, იმ შეშფოთების ფონზე, რომ უცხოელი მუშახელის შემოდინებამ შესაძლოა, უნგრელი თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდოს. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ მიმართული უფრო ფართო პოლიტიკის პირველ ნაბიჯად შეაფასა.
ამავდროულად, უნგრეთში უკვე მომუშავე უცხოელი მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ნებართვების გახანგრძლივებას, ხოლო ახალი წესების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების დამუშავება არსებული პროცედურებით გაგრძელდება.