ტაილანდის სამეფო ოჯახის წევრის კრიტიკისთვის ქალს 43 წლით პატიმრობა შეუფარდეს

ტაილანდის სახელმწიფო მოხელე ქვეყანაში მოქმედი მონარქიის კრიტიკისთვის 43 წლით დააპატიმრეს. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს.

მონარქიის კრიტიკისთვის 43 წლიანი პატიმრობა ქვეყანაში ყველაზე გრძელვადიანი სასჯელია, რაც კი მოქალაქისთვის ოდესმე მიუსჯიათ. ყოფილი სახელმწიფო მოხელეს, ანჩან პრილერტს თავდაპირველად პატიმრობა 87 წლით მიუსაჯეს, თუმცა მან ბრალი აღიარა, რის გამოც პატიმრობის ვადა გაუნახევრდა.

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ანჩან პრილერტი სამეფო კარის შეურაცხმყოფელ მიმართვებს სოციალური ქსელით ავრცელებდა.

ქვეყანაში მოქმედი სადავო კანონი, რომელიც უკრძალავს მოქალაქეებს სამეფო ოჯახის წევრის კრიტიკას, გასული წლის განმავლობაში ხშირად გააპროტესტეს, მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რომელიც სტუდენტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. ბევრი აქტივისტი გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რომელიც კრძალავს მეფის ან მასთან დაახლოებული პირის კრიტიკას.

Human Rights Watch-ის თქმით, კანონი კვლავ ძალაშია და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ მონარქის კრიტიკისთვის.