უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის მიწოდების განახლებასთან დაკავშირებით, ანკარამ მოსკოვთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. იტყობინება Bloomberg თურქეთის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 218 სატვირთო ხომალდი რუსეთის მიერ შეთანხმებიდან მოულოდნელი გასვლის გამო, ახლა გაჩერებულია.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.