დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
როგორთ ჰენკოკიმ აღნიშნა, ის მას შემდეგ გადავიდა თვითიზოლაციაში, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა აპლიკაციამ მას ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ ამცნო.
„გუშინ საღამოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) აპლიკაციამ შემატყობინა ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ. შესაბამისად, მიმდინარე კვირის ბოლომდე თვითიზოლაციაში ვიქნები“, - წერს ჰენკოკი.