არსებული ინფორმაციით, თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველების მისამართით უწმაწურ სიტყვებს იყენებდა.
კაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით არის დაკავებული. „არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“, - განაცხადეს შსს-ში.
საქმე ეხება სოციალკურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზეა გადაღებული. კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოსა და ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იმეორებს.