"ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი",- ასე გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბექა ლილუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განცხადებას
ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ინვესტიციების თვალსაზრისით გამტარი ხდება.
„ეს დაახლოებს საქართველოს საინვესტიციო ჰაბის რეგიონალურ როლთან და ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მათ შორის იმ განცხადებების ფარგლებში, რომლებშიც საუბარია ერთობლივი ბიზნეს-გეგმის განხორციელებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციასა და მეტ დასაქმებას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნაც განიხილება.
ცნობისთვის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.