ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს.
„ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა კუპატაძემ.