ნეაპოლში, ერთ-ერთი სახლის კარადაში პოლიციამ 500 წლის ნახატი იპოვა

500 წლის ნახატი, რომელიც უცნობია, როდის დაიკარგა, პოლიციამ ნეაპოლში ერთ-ერთი სახლის კარადაში იპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნახატი "Salvator Mundi" უცნობია როდის დაიკარგა, თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში იპოვა. მუზეუმში არ იცოდნენ, რომ ნახატი დაიკარგა, რადგან ახალი რეგულაციების გათვალისწინებით ოთახი, სადაც ნახატი სხვა ხელოვნების ნიმუშებთან ერთად ინახებოდა, სამი თვის განმავლობაში არ გახსნილა.

პოლიციამ დააკავა პირი, რომლის სახლშიც ნახატი ინახებოდა. პროკურატურა მას მოპარული ნივთის შეძენაზე ედავება.

გავრცელებული ცნობით, ნახატი ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთმა მოსწავლემ დახატა. Salvator Mundi აუქციონზე 400 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და ამით აუქციონის რეკორდი დაამყარა.